English

ჩვენ შესახებ

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე თითქმის აღარაფერი ხდება, აუცილებელია ფიქრი ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ. ყოველდღურად მსოფლიოს მასშტაბით ათასობით კიბერშეტევა ხორციელდება, რაც მილიონობით დოლარის ღირებულების ზიანს აყენებს კომერციულ თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს.

სახელმწიფო თავდაცვა, როგორც სისტემა გარე მტრისგან თავის დასაცავად, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. დღეისათვის დღის წესრიგში დგება კიბერთავდაცვის საკითხი, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია საქვეყნოდ აღიარებული ერთიანი სტრატეგია და სტრუქტურა.

საერთაშორისო ეკონომიკამ კიბერდანაშაულის შედეგად უკანასკნელი წლების განმავლობაში ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი დაკარგა. სწორედ ამის გამო, კიბერდანაშაულთან ბრძოლა ურთულეს და, ამავდროულად, ძალიან საჭირო პროცესს წარმოადგენს ნებისმიერი ორგანიზაციის მომავალი განვითარებისთვის. კიბერ სივრცეში არ არსებობენ კარგი ან ცუდი პოლიციელები, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დამნაშავეები - კიბერ სივრცეში ყველა თანასწორია.

The company [in]SecureBox consists of qualified personnel, who are aiming at information security in telecommunications, bank sectors, gambling games, software products.We work with the world-famous international organizations working on issues of information security, and we share with them the experience.The company's priority is to not only protect customers from cyber fraud, but also to identify risk gaps, which could become accidental tools in conducting internet crime.